|
2020-02-25 18:57:15, 1712 ნახვა
კომენტარი
ჭიჭინაძე - მინისტრი მაჭავარიანი გამუდმებით სხვის გამბედაობაზე საუბრობს, თავად კი პარლამენტში მისვლის ერთი ადგილი არ აღმოაჩნდა
„მინისტრი მაჭავარიანი გამუდმებით სხვის გამბედაობაზე საუბრობს, ჟურნალისტებს „ეტიპება“, თავად კი პარლამენტში მისვლის და დეპუტატებთან შეხვედრის ერთი ადგილი არ აღმოაჩნდა“,- ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი , დავით ჭიჭინაძე, ივანე მაჭავარიანის ქმედებებს. მისი თქმით, მაჭავარიანმა საკუთარი საქციელით უკვე მოუწყო თავის თავს იმპიჩმენტი და მოსახლეობა მას იმ უსახური მინისტრების რიგში გადაიყვანს, რომელიც ამ ქვეყანაში მრავლად დაგვიგროვდა. „ზოგადად კი, პასუხები არც მაჭავარიანს აქვს და არც ხელისუფლებას, იმიტომ რომ საკმაოდ დიდია ჩინოვნიკების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებები სახელმწიფოსთან მიმართებაში, მინისტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციები კი, საკმაოდ მწირია და ამ ყველაფრის პარალელურად ქვეყანაში უმძიმესი სიტუაციაა. მინისტრების იმპიჩმენტს რაც შეეხება, არასწორი მგონია აქცია მხოლოდ აქციისთვის, რადგან არა მგონია 76 ხმა მოგროვდეს მათ წინააღმდეგ, მითუმეტეს ასეთი „მეამბოხე“ დეპუტატების ხელში. თუმცა, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ მაჭავარიანმა საკუთარი საქციელით უკვე მოუწყო თავის თავს იმპიჩმენტი და მოსახლეობა მას იმ უსახური მინისტრების რიგში გადაიყვანს, რომელიც ამ ქვეყანაში მრავლად დაგვიგროვდა. ოღონდ ამის განმასხვავებელი ის იქნება, რომ არც „ერთი ადგილი“ ქონდა და ჭრელი პერანგიც ეცვა“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 თებერვალს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა. როგორც ცნობილია, მაჭავარიანი პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატება დაიბარეს, რომლებსაც ე.წ დღგ-ს სკანდალთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)