|
2020-02-25 12:45:40, 7330 ნახვა
სამართალი
მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქალაქო სასამართლოში კალანდიას საქმეზე განაჩენი მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გამოაცხადა. პროცესს ესწრებოდა მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მონაწილე, მიხეილ კალანდიას საქმეზე საქალაქო სასამართლომ 21 თებერვალს ფინალური მოსმენა გამართა, სადაც მხარეებმა საბოლოო სიტყვა წარადგინეს. შეგახენებთ, რომ 2019 წლის 4 ივნისს, მიხეილ კალანდია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, დააკავეს. ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეუფარდეს. დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით სასჯელს გიორგი ჯანაშია იხდის, რომელიც საპროცესო გარიგების საფუძველზე სასჯელაღსრულებით დაწესებულებას 2 წელში დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)