|
2020-02-25 12:38:14, 7455 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურის 514 თანამშრომელს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ
გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტით არსებული ასიგნებების ფარგლებში, უწყების ყველა თანამშრომელს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, შრომის ანაზღაურება 500 ლარით გაეზარდათ. აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება შეეხო პროკურატურის 514 თანამშრომელს - საშუალო და ქვედა რგოლის თანამშრომლებს, რიგით პროკურორებს, გამომძიებლებს და სტაჟირებაზე მყოფ პირებს. მათივე ცნობით, ცვლილება ძალაში უკვე შევიდა და შესაბამისად, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები გაზრდილ ანაზღაურებას თებერვლის თვიდან მიიღებენ. „პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, განხორციელებული ცვლილებით ხელფასის ზრდა არ შეეხებათ მის მოადგილეებს, ოლქის პროკურორებსა და დეპარტამენტის უფროსებს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)