|
2020-02-25 12:19:15, 2216 ნახვა
სამართალი
კალანდიას ადვოკატი - მოსამართლე არანაირი საფუძველი არ აქვს მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი
„მოსამართლე არანაირი საფუძველი არ აქვს მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი“, - ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობაშ ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა. მისი თქმით, თუ გადაწყვეტილების მიღებაში „ბიძური პოლიტიკოსები“ ჩაერევიან, სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. „ერთადერთი რაც გამოძიების პერიოდში გამოიკვეთა, გახლავთ საპროცესო შეთანხმება მიღებული გიორგი ჯანაშიას ჩვენება და რომელიც ადმაიანის უფლებათა ეროვნული სტანდარტებით არ ზიარდება. მეორე, ესაა საპროცესო შეთანხმების მაძიებელი გუგა ბარბაქაძის ჩვენება, რომელიც რომ არა დაზარალებულის პრინციპული პოზიცია არავითარ შემთხვევაში არ დადგებოდა ეს განაჩენი მის მიმართ. მესამე, ესაა გიორგი მენაბდის ჩვენება, რომლის მიმართ გამოძიება გონივრულ სახელმწიფოში უნდა ჰქონდეს უამრავი კითხვა. შესაძლებელია თუ არა პოლიტიკოსთა ჩარევა სამართლებრივ ჭრილში. მოსამართლე არანაირი საფუძველი არ აქვს მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი. იმ შემთხვევაში თუ ბინძურმა პოლიტკოსებმა სასამართლოში შემოაღწიეს საქმე გვექნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ. ცნობისთვის, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის მოსმენა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კალანდიას მიმართ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)