|
2020-02-24 16:06:07, 2379 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
21-23 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში; ,,სარფი“, „წითელ ხიდი" და „ლაგოდეხი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის, ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 13,010 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. კანონდარღვევით ვერცხლის ნაკეთობების (საერთო წონით 1,943.24 გრამი) შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი, 23 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3,031.45 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3.031.45 ლარის ოდენობით შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)