|
2020-02-24 14:19:42, 1613 ნახვა
კომენტარი
რომან კაკულია - ვცდილობდი, ფინანსთა მინისტრი დამერწმუნებინა, რომ გადაწყვეტილება რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო, ვერ ვიძალადებდი
„ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ გადაწყვეტილება რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო, ვერ ვიძალადებდი“, - ასე განმარტა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ, საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის არ მისვლის მიზეზი. როგორც მან აღნიშნა, იგი ვალდებულია რეგლამენტით იხელმძღვანელოს და უფლება აქვს დღევანდელ სხდომას არ დაესწროს. „გვქონდა კომუნიკაცია და ამ კომუნიკაციის მიზეზი, ვიმედოვნებ თვითონაც დაადასტურებს, იყო დამერწმუნებინა გადაწყვეტილება მიეღო რეგლამენტის სასარგებლოდ , მაგრამ ამ კომუნიკაციაში მიზეზად ასახელებდა იგივეს, რაც დაასახელა თავის წერილში. ეს მისი პიროვნული თემაა, რადგან ასე თვლის. მე ვიხელმძღვანელე რეგლამენტით და მომავალშც ვალდებული ვარ რეგლამენტით ვიხელმძღვანელო. ამიტომ საპროცედუროსთან ერთად რასაც ითვალისწინებს რეგლამენტი, ცხადია მე მივმართავ საპროცედუროს, რა ტიპის რეაგირებებიც უკვე არსებობს რეგლამენტით, ცხადია, უნდა გავყვე მას. თქვენ მაშინ ვადის გადაწევასთანაც გამომყევით. მან ესეც იცის. თვითონ იყო ინიციატორი შეთანხმების, როგორც ვიცი თავიდან ჰქონდა მას ეს განწყობა, რომ მოსულიყო , თუმცა რადგან შემდეგ თქვენ სესიაზე მას არ შეჰყევით საუბარში, მან ეს მოიყვანა მაგალითად, რამდენად სწორი იყო ეს თქვენ იცით, თუმცა უფლება გქონდათ, ისევე როგორც მას აქვს უფლება დღეს არ გამოცხადდეს და შეფასებას პარლამენტიც გააკეთებს. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ გადაწყვეტილება რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო და ვერ ვიძალადებდი. მან თავისი პოზიცია გამოხატა“, - აცხადებს რომან კაკულია. ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა. როგორც ცნობილია, მაჭავარიანი პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატება დაიბარეს, რომლებსაც ე.წ დღგ-ს სკანდალთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)