|
2020-02-24 13:35:55, 2441 ნახვა
სამართალი
არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს
„თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი“, - ასე განმარტავენ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცავების მობილიზებას. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. „თბილისში ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, იარაღი სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა დღეს აღმოაჩინა და ამის თაობაზე პოლიციას აცნობა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, - აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)