21:15 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 13:11:39, 2574 ნახვა

რეგიონი
ხანდაზმულთა კლუბს კულტურულ ღონისძიებებს ქედის მერია დაუფინანსებს

ქედის მერიამ ხანდაზმულთა კლუბის წევრების თხოვნა გაითვალისწინა და წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან  კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის 8 000 ლარი გამოყო.

მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ ხანდაზმულთა კლუბის წევრებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

 „ყველა თქვენგანი  ქედის ავტორიტეტული სახეა და შესაბამისად, თქვენი აზრი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია! მადლობას გიხდით აქტიურობისთვის, რომ ხართ პასუხისმგებლიანი მოქალაქის მაგალითი მომავალი თაობისთვის. მაქსიმალურად შევეცადეთ, თქვენი თხოვნა გაგვეთვალისწინებინა და გამოგვენახა ადგილობრივ ბიუჯეტში პროგრამისთვის საჭირო თანხები. გარდა ამისა, ვფიქრობთ სურვილის შემთხვევაში, ბალნეოლოგიურ კურორტებზე თქვენი გამგზავრებისთვის თანადაფინანსებით გავწიოთ გარკვეული რესურსი“,  - განაცხადა ხანდაზმულთა კლუბის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან გორგილაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics