|
2020-02-24 12:56:41, 2091 ნახვა
სამართალი
პოლიციელზე და მის ავტომანქანაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ს.ჭ. 2019 წლის 21 ივლისს, გარდაბნის რაიონის სოფელ აგთაკლიაში დააკავეს. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 21 ივლისს, გარდაბნის რაიონის, სოფელ აგთაკლიაში, რესტორან „ე.-ს" მიმდებარედ, შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, დ.გ. და ნ.გ. სამსახურებრივი ავტომანქანით შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ. პოლიციის თანამშრომლები ადგილზე მყოფ უ.ჭ.-ს და ს.ჭ.-ს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ, რა დროსაც ს.ჭ. თავს დაესხა დ.გ.-ს, ძალადობით დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა და ქვები ესროლა მის სამსახურებრივ ავტომანქანას, რის შედეგადაც წინა საქარე მინა დაუზიანა. სამართალდამცველებმა ს.ჭ. 2019 წლის 21 ივლისს, გარდაბნის რაიონის სოფელ აგთაკლიაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353'-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ს.ჭ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)