|
2020-02-22 16:12:25, 2912 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დამესხა
„უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დამესხა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. მისივე თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ გამოძიება მყისიერად ჩატარდება. „საღამოს, როგორც ხშირად, ჩემი სახლის წინ მთავარი არხის ჟურნალისტი იწერდა ინტერვიუს. ლუიც საღამოს გასეირნებისთვის ემზადებოდა. მაგრამ ვაკის პოლიციაში ამოყო თავი, ჩემთან ერთად. როდესაც უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დაგვესხა, იგნორირება ვცადეთ, არ გაჩერდა. ბოლოს კამერით გაეიკიდნენ, გაიქცა. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, დღემდე. ცენტრალური ქუჩა არაა, შემთხვევით არავინ სეირნობს აქ. მადლობა საპატრულო პოლიციის ვაკის განყოფილებას ოპერატიული რეაგირებისთვის. თუმცა, დიდი იმედი, ცხადია, არ მაქვს, რომ ისეთივე მყისიერ სვლას მისცემს ამ საქმის გამოძიებას სამართალდამცავი სისტემა, როგორც ანრი ოხანაშვილზე განხორციელებულ ვერბალურ თავდასხმას. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტების ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მმართველი პოლიტიკური ძალა, თავად არის პოლიტიკური შევიწროების და ძალადობის ორგანიზატორი. ეს არის უბედურება, თორემ პოლიტიკოსები ყველგან ხდებიან თავდასხმის ობიექტი. დასრულდება ეს ყველაფერი, საკუთარ სახლთან და ჩვენს ქუჩებში, ყველა თანაბრად დაცულად იგრძნობს თავს. P.S. მშვიდობით დამთავრდა, ლუიც პოლიტიკურად გამოიბრძმიდა, თუმცა კი, დაიქანცა“, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქში“.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)