|
2020-02-21 14:38:33, 3515 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს
18-20 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 7 ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სმაინისტროს შემოსავლების სამსახურმა განუცხადა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის, ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 15,660 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი (34,780 ღერი) აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევის 2 ფაქტი, კერძოდ, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების საქმე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო დანარჩენ 5 ფაქტზე, კანონდამრღვევ აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)