|
2020-02-21 13:44:23, 2546 ნახვა
სამართალი
ე.წ ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა, საქალაქო სასამართლოში ფინალურ ეტაპზეა
ე.წ ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ფინალურ ეტაპზეა. მხარეები დღეს შემაჯამებელ სიტყვას წარმოთქვამენ. კალანდიას ადვოკატის თქმით, ის სასამართლოში გამამართლებელი განაჩენის პროექტს მიიტანს და ამბობს, რომ თუ მოსამართლე ობიექტურად მიუდგება საქმეს, კალანდიას პატიმრობიდან გაათავისუფლებენ. „მე მოვიტანე გამამართლებელი განაჩენის პროექტი, რომლითაც ობიექტურად მიდგომის შემთხვევაში, მოსამართლემ კალანდია პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს, ვინაიდან მის მიმართ საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია, პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და პატიმრობის არანაირი საფუძველი არ არის. დასკვნით სიტყვაში ის წინაპირობები მაქვს მიმოხილული, რამაც ეს დანაშაული გამოიწვია, რომელმა სახელმწიფო უწყებამ რა ფუნქცია არ შეასრულა, რა დარღვევები იქნა საგამოძიებო მოქმედბების შედეგად გამოვლენილი“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)