|
2020-02-19 12:31:49, 1837 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი - ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვა ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომაა
„ცხინვალის რეგიონში მედიკამენტების დეფიციტის ფონზე ქართულწარწერიანი მედიკამენტების ამოღება ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომა გახლავთ“, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმ ზომების ერთობლიობა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი მიმართავს, პრობლემებს უქმნის არამხოლოდ ახალგორის ქართულ მოსახლეობას, არამედ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს. „იმ ზომების ერთობლიობა, რომელსაც მიმართავს საოკუპაციო რეჟიმი პრობლემებს უქმნის არამხოლოდ ახალგორის ქართულ მოსახლეობას, არამედ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა. პრობლემას უქმნის, რა თქმა უნდა, ჩვენს ოს მოსახლეობასაც და პირდაპირ აისახება მათ ჯანმრთელობაზე, მათ მდგომარეობაზე, მათ საჭიროებაზე ის, რომ პროდუქტების დეფიციტია. ის, რომ მედიკამენტების დეფიციტის ფონზე კიდევ მედიკამენტების ამოღება ხდება იმ ნიშნით, რომ მასზე ქართული წარწერებია, პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომა გახლავთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. ცნობისთვის, უცხოური მედიის ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა, ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)