11:03 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 12:30:14, 1935 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე - დავალება მიიღეს, რომ ირაკლი შოთაძის დაბრუნებაზე, მწვანე ღილაკს ხელი დააჭირონ

 „დავალება მიიღეს, რომ უბრალოდ მწვანე ღილაკს ხელი დააჭირონ თან ისე, რომ შოთაძე არ მოვიდეს პარლამენტში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მანვე თქვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში მიმდინარე მასკარადში მონაწილეობას არ მიიღებს.

„პარლამენტში მიმდინარე მასკარადში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ოპოზიცია ბოიკოტის რეჯიმშია. ჩვენ მოვაწყეთ სირცხვილის კორიდორი, რომ ამ მონა დეპუტატებისთვის, რომელბმაც დავალება მიიღეს, რომ უბრალოდ მწვანე ღილაკს ხელი დააჭირონ თან ისე, რომ შოთაძე არ მოვიდეს პარლამენტში. ანუ სრული კომფორტი შეუქმნეს, რომ პროტესტი არ გამოვუცხადოთ მას. ესაა ივანიშვილის მიერ საზოგადოების გამოწვევა. ესაა გენერალური პროკურორი, რომელიც ცნობილია იმით, რომ ბოლომდე მოახდინა პროკურატურის  სისტემის პოლიტიზირება და გააყალბა საქმეები. მას რომ გენერალურ პროკურორად აბრუნებე ესაას აზოგადოების გამოწვევა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ დეპუტატები ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, მოსმენისა და პარლამენტში მისვლის გარეშე კენჭს უყრიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის შტაბ-ბინა შტურმით აიღო
WP: აშშ და ირანი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის 60 დღით გახანგრძლივებაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში 26 მაისს ჩავა
რუსეთმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავის GPS სიგნალი ჩაახშო - The Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics