|
2020-02-18 11:01:53, 1680 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - დღეს მექნება საკმაოდ ხანგრძლივი გამოსვლა, შევეხები მთავარ პოლიტიკურ საკითხებს
„დღეს მექნება საკმაოდ ხანგრძლივი გამოსვლა, შევეხები მთავარ პოლიტიკურ საკითხებს და დასრულების შემდეგ, მზად ვარ დამატებით ვუპასუხო თქვენს კითხვებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მხარს უჭერს დიალოგს, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი კი, განსხვავებულ პოზიციაზეა. „ჩვენ და ჩვენი პარტნიორები მხარს ვუჭერთ დიალოგს, ამ მომენტში, აშშ-ს საელჩო, ევროკავშირის საელჩო, ჩვენი პარტნიორები და ჩვენ, ხელისუფლება მხარს ვუჭერთ დიალოგს და ოპოზიციის ეს დესტრუქციული ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ დიალოგში არ მიიღებს მონაწილეობას, არის განსხვავებულ პოზიციაზე. იმედი მაქვს, რომ ისინი დაუბრუნდებინ დიალოგის მაგიდას და ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას“, - განაცხადა თალაკვაძემ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაინიშნება თუ არა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მას აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. „დაელოდეთ კენჭისყრის შედეგებს. გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მგონი გუშინ ნახეთ, რომ მას აქვს ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა, თუმცა კანონმდებლობით გახდება ის პროკურორი, როდესაც კენჭისყრით დაამტკიცებს პარლამენტი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)