|
2020-02-17 17:05:31, 2357 ნახვა
სამართალი
სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
14–16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, ჩხორიასა და რუხში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის, ჯამში 3116 კოლოფი, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოვლინდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური მარკების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი. ამასთან, 5 ფაქტზე ( ჯამში, 1 116 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირება) საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით, შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო 2 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)