|
2020-02-17 16:17:02, 1858 ნახვა
კომენტარი
ბოკერია მარგველაშვილზე - მივესალმები ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის შემოერთებას ამ ბრძოლის დროს
„მივესალმები ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის შემოერთებას ამ ბრძოლის დროს“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს. მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის ეროვნული ამოცანა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, დაბალანსებული სისტემის მიღება და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანაა. „ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის შემოერთებას ამ ბრძოლის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ეროვნული ამოცანა, ვგულისხმობ ივანიშვილის ჩამოცილებას, პროპორციული დაბალანსებული სისტემის მიღებას და ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანას. მივესალმები გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ ის მზად არის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე კოორდინაციას შემოუერთდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)