|
2020-02-17 13:00:23, 2091 ნახვა
სამართალი
ეკა ბესელია სასამართლო რეფორმის ფარგლებში ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას იწყებს
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე იწყებს მუშაობას. ბესელიას განცხადებით, მოხდება ერთობლივი პროექტის ინიცირება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე არ გაითვალისწინა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით. „ვაპირებთ ერთობლივი პროექტის ინიცირებას, სადაც იქნება გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია, რაც თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა. პროექტი შეეხება, თუ რა წესით უნდა მოხდეს მოსამართლეების არჩევა იმისთვის, რომ ნეგატიური პროცესი, რაც მოჰყვა ამ არჩევას, გავანეიტრალოთ, დავაზღვიოთ რისკები და გამართული კანონმდებლობა დახვდეს პარლამენტში, როდესაც იუსტიციის საბჭო იღებს ასეთ თავხედურ გადაწყვეტილებას და არაფრად არ აგდებს არც ქვეყნის იმიჯს, არც ინსტიტუციურ პატივისცემას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)