|
2020-02-17 12:43:14, 2066 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - 21 თებერვალს მიხეილ კალანდია სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს
ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ 21 თებერვალს კალანდია სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. როგორც მან აღნიშნა, დასკვნით სიტყვაში იგი სრულ სურათს წარმოადგენს, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და ისეთ ტექსტს წაიკითხავს, რომ ობიექტური მოსამართლე მას ვეღარ შეცვლის. „ობიექტური მოსამართლე, იმას, რასაც მე 21 თებერვალს წავიკითხავ, ერთ წერტილს და მძიმეს ვერ შეუცვლის. მე წარმოვადგენ სრულ სურათს, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. ხორავას ქუჩის საქმე სამართლებრივად უნდა შეფასდეს და არა პოლიტიკურად. ამ კონფლიქტს არავითარი კავშირი არ აქვს 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაწყებულ ბულინგთან, ეს ბულინგი იქვე ამოიწურა და სრულიად ახალი კონფლიქტი წარმოიშვა. სხვათა შორის, მოწმეთა ჩვენებებით მოვახდინე ამ ფაქტების მოდელირება და ძალიან მაღალი ხარისხის მოდელირება მაქვს გაკეთებული. პირდაპირ ვაცხადებ, რომ 21 თებერვალს მიხეილ კალანდია სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. მან უნდა გააგრძელოს იურიდიულ ფაკულტეტზე განათლების მიღება. იგი თავის დროზე ძალიან მაღალი ხარისხის პროკურორი გახდება, რომელიც ხელისულების არანაირ დაკვეთას არ შეასრულებს“, - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)