|
2020-02-17 11:39:11, 1722 ნახვა
კომენტარი
ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ შოთაძის გენპროკურორად დამტკიცება, იქნება „ქართული ოცნების“ გავლენის ჩაბეტონება
დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება სასამართლო ხელისუფლებაში, „ქართული ოცნების“ გავლენის ჩაბეტონება იქნება. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, შოთაძე იყო ის მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც, კონკრეტული საქმე საგამოძიებო კომისიაში გადავიდა, რაც მეტყველებს, პროკურატურის მიმართ უნდობლობაზე. „ირაკლი შოთაძე იყო ის მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებდა, გადმოვიდა საგამოძიებო კომისიაში. ეს მეტყველებს, რომ ამ პროკურატურის მიმართ ნდობა არ ყოფილა. „ქართული ოცნება“ აგრძელებს გავლენის ცემენტირებას სასამართლო ხელისუფლებაზე. იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას გამოიჩენენ და კრიტიკულ კითხვებს მაინც დაუსვამენ. თუ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი გახდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთხელ და სამუდამოდ „ქართული ოცნების” გავლენის ჩაბეტონება სასამართლო ხელისუფლებაზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)