|
2020-02-15 15:22:01, 3036 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე კობახიძის განცხადებაზე - ძალიან სამარცხვინოა, როდესაც საერთაშორისო კრიტიკას არაადეკვატურად პასუხობს
„ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ასეთ არაადეკვატურ პასუხებს სცემს კონგრესის, სენატის, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და საერთაშორისო მედიის კრიტიკას“, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ევროკავშირი უმრავლესობას მოუწოდებს, ოპოზიცია მხრებით ატაროს. ვაშაძის თქმით, ასეთი თავხედური განცხადებების გამოა, რომ უმრავლესობას ქვეყნის გარეთ აღარ ენდობიან. „ასეთი თავხედური განცხადებების გამოა, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს. არავინ აღარ ენდობა, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ასეთ არაადეკვატურ პასუხებს სცემს კონგრესის, სენატის, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და საერთაშორისო მედიის კრიტიკას. ეს ნიშანვს, რომ მათ არც კი აქვთ წარმოდგენლი რეალურად რა არის გასაკეთებლი ქვეყანაში. ამიტომ პასუხს მიიღებენ არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარები უმრავლესობას მოუწოდებენ, „მძიმე რეპუტაციის მქონე ოპოზიცია საკუთარი მხრებით ატარონ“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)