|
2020-02-15 15:18:38, 2655 ნახვა
კომენტარი
ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: რა სისულელეა საერთოდ!
„რა სისულელეა საერთოდ!“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „მძიმე რეპუტაციის მქონე სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ატარონ“. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის „კლოუნებს“ არაფერი ესმით და რომელ ზურგით ტარებაზეა ლაპარაკი. „რა სისულელეა საერთოდ! მე მგონი ეს ვითარება ყველაზე კარგად შეაჯამა საქართველოს დიდმა მეგობარმა, ლიტველმა ევროპარლამენტარმა, რომ ამდენი ველაპარაკეთო და მგონი, მაინც ვერაფერი გაიგესო. რა ზურგით ტარებაზეა ლაპარაკი? მე არ მიკვირს, რომ ივანიშვილის ამ „კლოუნებს“ არაფერი არ ესმით. ივანიშვილს აქვს გაკეთებული მისთვის საბედისწერო, ქვეყნისთვის საზიანო არჩევანი, ბრიყვული, აქვს ილუზია, რომ ამ ნაბიჯებით ძალაუფლებას შეინარჩუნებს და მერე დაალაგებს გარეთ ურთიერთობებს. ვერც ერთს შეძლებს და ვერც მეორეს, აქაც დამარცხდება ნებისმიერ სცენარში და გარეთაც ელის სრული იზოლაცია და ტრაგიკული ბედი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)