|
2020-02-15 13:34:14, 3110 ნახვა
სამართალი
შსს-მ დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ვ.კ. ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სამართალდამცველებს 2018 წლის 11 აგვისტოს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი, 1975 წელს დაბადებული ლ.ს.-ს მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. გამოძიება ანგარებით ან პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის ოქტომბერში დაკავებულია 3 პირი. გარდა ამისა, 2019 წელს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და ამ დრომდე იძებნება 2 პირი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)