02:39 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-15 12:53:38, 2814 ნახვა

სამართალი
სუს-ი - სოფელ ორჭოსანთან საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარედ რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა

ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა. აღნიშნული ფაქტი ჩანდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, რაც დაფიქსირებულ იქნა პოლიციის საპატრულო ჯგუფის მიერ. მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics