|
2020-02-15 11:59:33, 4480 ნახვა
მსოფლიო
ჰაიტიზე მდებარე ბავშვთა სახლში ხანძრის შედეგად 15 ბავშვი გარდაიცვალა
ჰაიტიზე მდებარე ბავშვთა სახლში ხანძრის შედეგად 15 ბავშვი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია ხანძარი პარასკევს ღამით გაჩნდა. ბავშვთა სახლი რელიგიურ ორგანიზაციას, „ბიბლიის გაგების ეკლესიას“ ეკუთვნოდა. ჯენიფერ მელტონმა, გაეროს ბავშვთა სააგენტოს წარმომადგენლებმა, განაცხადა, რომ ხანძარს დაახლოებით 60 ბავშვი გადაურჩა. ჰაიტის პრეზიდენტი, ჯოვენელ მოისი „ტვიტერზე“ ტრაგედიას გამოეხმაურა. იგი ბავშვების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვადა და შესაბამის პირებს გადაუდებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა. „შეწუხებული ვარ ათეული ბავშვის გარდაცვალების გამო, რომლებიც ბავშვათა სახლში გაჩენილი ხანძრის გამო გარდაიცვალნენ. მოვუწოდებ კომპეტენტურ პირებს, მიიღონ გადაუდებელი ზომები ამ ტრაგედიის მიზეზების დასადგენად“, - წერს პრეზიდენტი მოისი. ცნობისთვის, „ბიბლიის გაგების ეკლესიას“ ჰაიტიზე ორი ბავშვთა სახლი აქვს, სადაც დაახლოებით 150 ბავშვი ცხოვრობს. ბავშვთა სახლი 1977 წლიდან ფუნქციონირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)