|
2020-02-14 22:02:03, 3001 ნახვა
სამართალი
მარნეულში გატაცებული 17 წლის გოგოს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათია დაუდგენელია
მარნეულში გატაცებული 17 წლის გოგოს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათია დაუდგენელია. ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს ცნობით, არასრულწლოვანი გოგონას მშობლები და ახლობლები, რომლის ადგილსამყოფელი უკვე რამდენიმე საათია დაუდგენელია, მარნეულის პოლიციასთან ერთადერთი მოთხოვნით შეიკრიბნენ. მათ სამართალდამცველებს ულტიმატუმი წაუყენეს და გატაცებული მოზარდის დროულად გათავისუფლება მოითხოვეს. მარნეულის ცენტრიდან არასრულწლოვანი გოგონა იმ დროს გაიტაცეს, როდესაც მოსამზადებელ კურსზე ერთ-ერთ რეპეტიტორთან მიდიოდა. შემთხვევის დროს 17 წლის მოზარდი ორ თანატოლთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ 4 ახალგაზრდა მამაკაცი მათ თავს მოულოდნელად დაესხა და გოგონა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს. მარნეულში იმყოფება სახალხო დამცველი ნონო ლომჯარიაც. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს-ში არ აკონკრეტებენ იდენტიფიცირებულია თუ არა გამტაცებელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)