|
2020-02-14 16:43:27, 2630 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე მოსალოდნელ სანქციებზე - ერთეული კონგრესმენები სახელმწიფოთა შორის დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ხარისხს არ ჰქმნიან
„ერთეული კონგრესმენები არ ქმნიან სახელმწიფოთა შორის დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ხარისხს“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პარტნიორებისთვის არასწორად მიწოდებული ინფორმაცია ზოგჯერ უსაფუძვლო კრიტიკის მიზეზი ხდება. „ერთეული კონგრესმენები არ ქმნიან სახელმწიფოთა შორის დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ხარისხს, მნიშვნელოვანია ესეც, მაგრამ მნიშვნელოვანია ოფიციალური წარმომადგენლების ერთობლივი პოზიცია, რაზეც ეგება ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა. ჩვენი კოლეგები აქტიურად მუშაობენ, რომ არ იყოს აცდენილი ინფორმაცია და მტკიცეულებები ერთმანეთს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ მხრიდან არასწორი და უსაფუძვლო კრიტიკა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ცნობისთვის, დღეს პატიოსანი ბიზნეს სანქციების აქტს ამჯერად კონგრესმენი ჩარლს(ჩაკ) ფლეისმენი შეუერთდა. კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)