|
2020-02-14 16:26:18, 2623 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი სანქციების შესაძლო დაწესებაზე - საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უმაღლესი დონისაა
„თუ ვიღაცა საუბრობს სანქციების დაწესებაზე, სახელმწიფოებს შორის არის უმაღლესი დონის ურთიერთობა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხში არის მზარდი. „თუ ვიღაცა საუბრობს სანქციების დაწესებაზე, სახელმწიფოებს შორის არის უმაღლესი დონის ურთიერთობა. გუშინ წინ მე აშშ-ს სამხედრო ატაშესაც შევხვდი და აქაც მზარდია ფინანსური მხარდაჭერა, მზარდია 2020-2021 წლების არჩევნების ფინანსური მხარდაწერაც და ეს თავისთავად მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სანქციების დაწესებაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. ცნობისთვის, დღეს პატიოსანი ბიზნეს სანქციების აქტს ამჯერად კონგრესმენი ჩარლს(ჩაკ) ფლეისმენი შეუერთდა. კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)