|
2020-02-14 16:24:29, 2642 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: „ნაცმოძრაობას“ აშინებს სიმართლე და „ქართული ოცნების“ ლობისტებიც ამ კონტექსტში აშინებთ
„ „ნაცმოძრაობას“ აშინებს სიმართლე და ქართული ოცნების „ლობიზმიც" ამ კონტექსტში აშინებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პარტიის მიერ დაქირავებული ლობისტები უზრუნველყოფენ, რომ სიმართლე მიიტანონ ყველას ყურამდე, ეს მოცემულობა კი ოპოზიციას, რომელიც საარჩევნო კამპანიას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ატარებს, არ აწყობს. „მათ ასეთი მოცემულობა არ აწყობთ, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეშინიათ სიმართლის გარეთ გატანის, სიმართლის საზოგადოებამდე მიტანის. ისინი საარჩევნო კამპანიას გარეთ ატარებენ და ამ საარჩევნო კამპანიაში თუ ჩვენი ლობისტები სიმართლის და ფაქტების მეშვეობით, ხელს შეუშლიან, ეს მათთვის პანიკის საფუძველია, ისევე, როგორც პანიკის საფუძველი გახდა გუშინ, ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოყვანა და არაერთგვაროვან განცხადებებს აკეთებენ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანია „დი სი აი გრუპთან“ კონტრაქტი გააფორმა. ლობისტური კომპანია „ქართულ ოცნებას“ ლობირებას გაუწევს, როგორც სანდო პარტნიორს დემოკრატიის საკითხში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)