|
2020-02-14 16:14:37, 2715 ნახვა
კომენტარი
კახიძე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე - თუ ხელისუფლება ქართველ ხალხს შეურაცხყოფს, პასუხს პროტესტის სახით მიიღებს
„თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ კიდევ ერთხელ დაამციროს ქართველი ხალხი და შეურაცხყოს ისინი, მაშინ შესაბამის პასუხს პროტესტის სახით მიიღებს“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე, რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტს საქართველოში. როგორც კახიძემ აღნიშნა, თუ რუსეთის ფედერაციას აქვს დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ, არსებობს შესაბამისი სააღსრულებო მექანიზმები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს. „რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების ვიზიტს, მათ თუ აქვთ დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ, არსებობს შესაბამისი სააღსრულებო მექანიზმები, რომლებიც უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს და გადაწყვეტს, რომ კიდევ ერთხელ დაამციროს ქართველი ხალხი და შეურაცხყოს ისინი, მიიღებენ შესაბამის პასუხს პროტესტის სახით. ამიტომ ვურჩევ, კარგად ნახოს დელეგაციის შემადგნელობა და ყველა ზომა მიიღოს, რომ ზედმეტად არ დაძაბოს ფონი, არ გააღიზიანოს ის ადამიანები, რომლებიც დგანან ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნის ღირსების სადარაჯოზე“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)