|
2015-01-26 12:12:33, 1076 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრას კოტე კუბლაშვილიც ესწრება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება. შეხვედრას, რომელიც ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს, უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ესწრება. როგორ მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენთან დღეს მხლოდ იმ კრიტერიუმებზე ისაუბრებენ, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა შეფასდეს. კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კეთილსინდისიერი და კვალიფიციური უნდა იყოს. "დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს კანდიდატი, რომელიც შემდეგ წარედგინება პარლამენტს პრეზიდენტის მიერ. პირველი და ყველაზე მთავარი, აქ არის კეთილსინდისიერება და მეორე კვალიფიკაცია იმ სფეროში, რაშიც ის მოღვაწეობს. ეს ორი მთავარი პრინციპი იქნება, ჩემი აზრით, ასარჩევად და დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ვფიქრობ, პრეზიდენტი სწორედ ამ კრიტერიუმებს გაითვალისწინებს, როდესაც თავის რჩეულს წარმოადგენს. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, ლევან მურუსიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან დღეს მხოლოდ მოსაზრებებს გაცვლიან. მურუსიძის თქმით, კარგი იქნება, თუ გიორგი მარგველაშვილისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ხედვები ერთმანეთს დაემთხვევა. "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი სისტემისთვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია პორეზიდენტთან შეხვედრა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კვალიფიციური და ღირსეული უნდა იყოს. ჩვენ გავცვლით მოსაზრებებს. საბოლო გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა. მოხარული ვიქნებით თუ ხედვები რაღაც ნაწილში მაინც დაემთხვევა ერთმანეთს. გარკვეულ კანდიდატურებზე ვფიქრობთ, მაგრამ პრეზიდენტთან დღევანდელინ შეხვედრა ზოგადი ხასიათის იქნება",-განაცხადა ლევან მურუსიძემ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)