|
2020-02-11 17:44:40, 2291 ნახვა
რეგიონი
აჭარელი მეღვინეებისა და გიდების ტრენინგები კახეთში დასრულდა
აჭარელი მეღვინეებისა და გიდების ტრენინგები კახეთში დასრულდა. ორკვირიან თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებზე მონაწილეებმა ღვინისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით პროფესიონალი მეღვინეების, ღვინის ტექნოლოგებისა და გიდებისგან საინტერესო ლექციები მოისმინეს. პრაქტიკული ტრენინგებისას კი კახეთში არსებულ ღვინის მარნებს სტუმრობდნენ და ადგილზე გაეცნენ ღვინის წარმოების, რეალიზაციის პროცესს, იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და USAID-ის დაფინანსებით განხორციელდა. მას კახეთში დმო "ვიზიტ კახეთი"-ს ჯგუფი უზრუნველყოფდა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელსაც ორგანიზატორები დაესწრნენ მონაწილეებს სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. „ეს იყო ძალიან ნაყოფიერი ერთობლივი პროექტი, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი მეღვინეებისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით მომუშავე გიდების კვალიფიკაციის ამაღლებას. გვიხარია, რომ ტრენინგების თითოეული მონაწილე არის კმაყოფილი და მოტივირებული, განვითარდეს და განავითაროს საკუთარი ბიზნესი. ღვინის ტურიზმის მიმართულებით რეგიონში ტურისტების ინტერესი მზარდია, რაც გასული წლის მონაცემებით ღვინის მარნებში ვიზიტორების 23.90%-იანი ზრდას ითვალისწინებს. ბუნებრივია, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს აჭარაში ღვინის ტურიზმის განვითარებას და რეგიონში ჩამოსული სტუმრებისთვის შესაბამისი სერვისის შეთავაზებას. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს, რომელთა ფინანსური მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა აღნიშნული წარმატებული პროექტის განხორციელება. მადლობას ასევე ვუხდით პროექტში ჩართული ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ტრენერს, რომელთა ერთობლივმა მუშაობამაც ხელი შეუწყო პროექტის წარმატებას“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. აჭარაში მოქმედ გიდებსა და ღვინის მარნების მეპატრონეებს კახეთში ტრენინგები და ვორქშოპები ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ ჩაუტარდათ როგორებიცაა: როგორ წარმოვაჩინოთ ღვინის მარანი და ღვინო, ღვინისა და კერძების შეხამება, ღვინის მარკეტინგი, ღვინის დეგუსტაციის თეორია და ღვინის კლასიფიკაცია, ასევე ღვინის კულტურა და ისტორია, მევენახეობა და მევენახეობის კერები საქართველოში, ქართული ვაზის სახეობები, ქვევრი და ქვევრის ღვინო, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ქვევრის ღვინისა და კლასიკური ღვინის წარმოების ზოგადი ტექნოლოგია, ორგანული და არაორგანული ღვინო.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)