|
2020-02-11 16:07:26, 1662 ნახვა
სამართალი
ანა ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილი გენერალურ პროკურატურაში მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადების შეტანის თაობაზეა დაბარებული. ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრებმა ანა ნაცვლიშვილმა და კახა კოჟორიძემ მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე ვანო ზარდიაშვილთან ერთად ღამის საათებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან კაბინეტში იმყოფებოდა, სადაც გადაწყდა ის საკითხი, რომ გიორგი არევაძე ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თვითაცილებას გააკეთებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)