|
2015-07-30 17:31:34, 803 ნახვა
სამართალი
ნინო გიორგობიანი: დეზინფორმაციაა, რომ 333 კგ ჰეროინი რუმინეთში საქართველოს გავლით მოხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუმინეთში 333 კილოგრამი ჰეროინი საქართველოს გავლით მოხვდა. როგორც გიორგობიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს დეზინფორმაციის გავრცელების მორიგ მცდელობას. "ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუმინეთში 333 კილოგრამი ჰეროინი საქართველოს გავლით მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არის დეზინფორმაციის გავრცელების მორიგი მცდელობა. თავად რუმინეთის პოლიციის ოფიციალურ საიტზე, სადაც აღნიშნული ინფორმაცია არის გავრცელებული, საქართველო საერთოდ ნახსენები არ არის და ტვირთის სატრანზიტო ქვეყნებად დასახელებულია მხოლოდ თურქეთი და უკრაინა. ამას გარდა, საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლოციის დეპარტამენტი დაუკავშირდა რუმინელ კოლეგებს, სადაც დაუდასტურეს, რომ საქართველოს აღნიშნულ ტვირთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასევე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გადაამოწმა იმ ავტომანქანის სანომრე ნიშნები, საიდანაც მოხდა ნარკოტიკის ამოღება, აღნიშნულ ავტომანქანას საქართველოს საზღვრები არ გადმოუკვეთავს",-წერს ნინო გიორგობიანი და რუმინეთის პოლიციის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმულს აქვეყნებს: https://politiaromana.ro/ro/stiri/peste-300-de-kg-de-heroina-descoperite-in-doua-autotrenuri
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)