|
2020-02-10 20:54:31, 1263 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - ყველა ძალა უნდა გამოვიყენოთ, რომ ოპოზიცია ჯავშანმატარებელივით დავდგეთ ლიანდაგზე და მოვიგოთ არჩევნები
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ესენი მწარედ დამარცხდნენ არჩევნებზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, ყველა ძალა უნდა იქნეს გამოყენებული, მათ შორის საპროტესტო აქციებიც, რომ დალაგდეს საარჩევნო სტრატეგია და ოპოზიციამ არჩევნები მოიგოს. „ყველა ღონე და ძალა უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ ოპოზიცია კარგი ჯავშანმატარებელივით დადგეს ლიანდაგზე და ერთ მხარეს იყოს შეუწყვეტელი საპროტესტო აქციები, რაც შეიძლება მძაფრი, მეორე მხარეს კი, საარჩევნო სტრატეგიის ისე დალაგება, რომ არავინ არავის კონკრენტი არ იყოს ოპოზიციაში და არჩევნები მოვიგოთ. ყველაზე მეტად აქ გვჭირდება საქართველოს მოქალაქის აქტიურობა. დიალოგი აღარ იქნება. შემდეგი ნაბიჯები იქნება საპროტესტო აქციები, დალაგება ჩვენი საარჩევნო სტრატეგიის, ისე, რომ ყველა ოპოზიური პარტია იყოს მოკავშირე, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გვყავდეს ერთი კანდიდატი, ეს სამუშაო თბილისზე უკვე დაწყებულია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ესენი მწარედ დამარცხდნენ არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)