|
2020-02-10 16:00:20, 1260 ნახვა
სამართალი
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 25 თებერვლამდე გადაიდო
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 25 თებერვლამდე გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო და განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი მის გარეშე ვერ გაგრძელდება. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება და ბიძინა ივანიშვილს ეს სპექტაკლი არ გაუვა. „ჩემთვის და ბადრისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პრაქტიკულად, ჩააგდეს ისეთ მდგომარეობაში და ისეთ სტრესში, რომ მისმა ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო. მე მას ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ სცენარში, ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს არ გაუვა ეს სპექტაკლი, ბრძოლა იქნება ბოლომდე. არანაირი კომპრომისი არ იქნება. ბიძინა ივანიშვილი არის კრიმინალური მენტალობის ადამიანი და ნერგავს ამ მენტალობას სამწუხაროდ ახალგაზრდებში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გასული წლის 24 ივლისს ბრალი ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ. რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას ბრალი ხაზარაძე-ჯაფარიძის დახმარებაში ედება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)