|
2020-02-10 11:02:11, 1384 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. როგორც გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, სასამართლო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. ის არ გამორიცხავს, რომ გიგი უგულავა ე.წ „ფონდის“ საქმეზე შესაძლოა დააკავონ. „არ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ საქმეზე შესაძლოა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს ბრუტალური და გიგის უკვე მესამედ აღუკვეთონ თავისუფლება. თუმცა ეს ყველაფერი ხორციელდება ძალიან უხეში პროცედურული დარღვევების ფონზე. მაშინ, როდესაც ექვს თვიანი განხილვის საკასაციო ვადა ამოწურულია, მაშინ, როდესაც საქმრეს იხილავს მოსამართლე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამ საქმეზე მთავარ ბრალმდებლად გვევლინებოდა, საუბარია თადუმაძეზე. ეს ყველაფერი ჩვენ გვავარაუდებინებს, რომ ამ საქმეს აქვს იმ ტენდენციის გაგრძელება, რაც გიგის წინააღმდეგ ბოლო პერიოდია განსაკუთრებით დაჩქარდა და გამძაფრდა“, - განაცხადა „მთავარ არხთან“ საუბრისას ბექა ბასილაიამ. ცნობითვის, „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე 2018 წლის თებერვალში დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)