|
2020-02-06 17:31:39, 1415 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი - არ მქონდა მოლოდინი, რომ ეუთო/ოდირი პირდაპირ იტყოდა, კონსტიტუციური იყო საკანონმდებლო ინიციატივა თუ არა
„ეუთო/ოდირმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა, რომ საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით, საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შერჩეული ფართო, ინკლუზიური დებატისა და პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ლომჯარიამ დასკვნასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა პოზიტიური როლი შეასრულა შექმნილ ჩიხურ მგომარეობაში, რაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დებატებს უკავშირდება. „მე რასაც ვუსმენ გუშინდელი დღიდან კომენტარებს, ფაქტია, რომ აღნიშნულ დასკვნას იზიარებს და მიესალმება როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება. სახალხო დამცველი იყო შუამავალი ოპოზიციასა და ეუთო/ოდირს შორის,რადგან ჩვენ გვქონდა შესაბამისი მანდატი და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ შეკითხვა გაგვეგზავნა ეუთო/ოდირისთვის. შეკითხვა წინასწარ არაერთხელ გავლილი იყო ეუთო/ოდირტან, ამიტომ ეს კითხვა მათთვის არ იყო მოულოდნელი. არ მქონდა მოლოდინი, რომ ეუთო/ოდირი პირდაპირ იტყოდა კონსტიტუციური იყო თუ არა ეს საკანონმდებლო ინიციატივა. ჩვენი კითხვა იყო ასეთი, რამდენად შეესაბამებოდა წარმოდგენილი კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედი საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში, რამდენად შესაძლებელი იყო ამ საკანონმდებლო ცვლილეების განხორციელება. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ეროვნულ სასამართლოებს ეკისრებათ, ასეთი სასამართლო საქართველოში არის საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენთან საკანსტიტუციო სასამართლო არ განიხილავს კანონპროექტის კონსტიტუციურობას, ის განიხილავს უკვე ძალაში შესული კანონის კონსტიტუციურობას. შეაბამისად, საქართველოში არ არის ისეთი ინსტიტუტი, რომელიც იტყვის არის თუ არა კანონპროექტი კონსტიტუციური. მაგრამ ეუთო/ოდირმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა, რომ არც ერთი საერთაშორისო სტანდარტი არ ამბობს, რომელი საარჩევნო სისტემა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, მაგრამ საერთაშორის სტანდარტი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შერჩეული ფართო, ინკლუზიური დებატის და პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)