|
2020-02-06 15:52:32, 1089 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი - გადახდისუუნარობის კანონთან დაკავშირებული ცვლილებები „დუინგ ბიზნესში“ საქართველოს შეფასებაზეც იმოქმედებს
გადახდისუუნარობის რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ამოქმედება, ვფიქრობთ, იმოქმედებს „დუინგ ბიზნესის“რეიტინგზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ფინანსთა სამინისტროც. მისივე თქმით, გადახდისუუნრობის რეფორმის შედეგად, ქვეყანა მნიშვნელოვნად დაწინაურდა „დუინგ ბიზნესის“ გადახდისუნარიანობის რეიტინგსი, რაც თავის მხრივ, იმოქმედებს ზოგადად, „დუინგ ბიზნესის“ რეიტინგზე. „ეს არის ძალიან საინტერესო და პროგრესული კანონი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კანონი მზად იყო, შეთანხმება მიმდინარეობდა ორ კომპონენტზე: ერთი იყო, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ის, რომ აღსრულების ბიურო იყო მონაწილე გადახდისუუნარობის პროცესში და მას ჰქონდა გადამწყვეტი ფუნქცია და მეორე მხრივ, როდესაც დგებოდა აქტივების განაწილების საკითხი, რიგითობაში შემოსავლების სამსახურს ჰქონდა პრიორიტეტი. ჩვენ გავითვალისწინეთ საუკეთესო გამოცდილება, დავახარისხეთ ქვეყნები იმ ჯგუფებად, სადაც არის ყველაზე ლიბერალური და პრობიზნესური გარემო. ბევრი მოლაპარაკების შედეგად, ორივემ დავთმეთ პოზიციები და შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპონენტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება ჩაერთოს, რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს - ჩვენ თავი დავიყენეთ ჩვეულებრივი კრედიტორის რიგში იმისდა მიხედვით, ვისთან როდის წარმოიშვა ვალდებულება. ეს არის ძალიან კარგი და კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, უწყებრივი ინტერესები გაიწიოს მეორე პლანზე", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)