13:41 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 13:31:12, 1169 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე - ეუთოდან ვერ გვეტყვიან, ჩვენი ქვეყნისთვის რომელი საარჩევნო სისტემა სჯობს

„ეუთოდან ვერ გვეტყვიან, ჩვენი ქვეყნისთვის რომელი საარჩევნო სისტემა სჯობს“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, დასკვნაში ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის შედეგად უნდა იქნეს მიღებული.

 „ჩვენ ეუთოდან ვერ გვეტყვიან კონკრეტულად რომელი საარჩევნო სისტემა ჯობს ჩვენი ქვეყნისთვის. ეუთო მიუთითებს, რომ ეს გადაწყვეტილება ცალსახად უნდა იქნას მიღებული პოლიტიკურ პარტიებს შორის, ფართო ჩართულობისა და ფართო პოლიტიკური კონსესუსის შესაბამისად. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფართო მაგიდასთან უნდა დაჯდეს. ნებისმიერ მოდელზე, რომელზეც მოხდება შეთანხმება, ეს უნდა იყოს ფართო მოლაპარაკების შედეგი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოდირმა ოპოზიციას, როგორც „პატარა ბავშვებს“ მიანიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას ვერ შეაფასებს. გარდა ამისა, კობახიძის თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები სამართლიანია. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციას მოუწოდა, დათანხმდნენ შეთავაზებას 100/50-თან [100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მანდატი] დაკავშირებით, რადგან მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები დღეს არსებული სისტემით ჩატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics