|
2020-02-06 13:02:03, 1083 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი ოდირის დასკვნაზე - ტაიმერი ჩართულია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო
„პოლიტიკურად ხელოვნურ სუნთქვაზეა „ნაციონალური მოძრაობა“, ტაიმერი ჩართულია, დღეს მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ეუთო/ოდირის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა. ოხანაშვიმა ოპოზიციას „უნიათო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი „ტყუილსაც ვეღარ ამბობენ“. „უნიათო ოპოზიციურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომელბმაც ტყუილის სწორად გაყიდვაც ვერ ისწავლეს და ის, რომ მთელი მათი მმართველობის პერიოდში საზოგადოებას ტყუილის ქვეშ აცხოვრებდნენ და ფასადურ დემოკრატიას სთავაზობდნენ, იმდენად უნიათოები არიან, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობენ და ყოველ წამს ცვლიან. ერთს გეტყვით, რომ პოლიტიკურად ხელოვნურ სუნთქვაზეა „ნაციონალუი მოძრაობა“, ტაიმერი ჩართულია პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო დღეს. ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოდირმა ოპოზიციას, როგორც „პატარა ბავშვებს“ მიანიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას ვერ შეაფასებს. გარდა ამისა, კობახიძის თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები სამართლიანია. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციას მოუწოდა, დათანხმდნენ შეთავაზებას 100/50-თან [100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მანდატი] დაკავშირებით, რადგან მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები დღეს არსებული სისტემით ჩატარდება.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)