|
2015-07-30 10:03:11, 507 ნახვა
საზოგადოება
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები ქობულეთში ისვენებენ
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახები ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით და დაფინანსებით, 10 დღის განმავლობაში ქობულეთში უსასყიდლოდ ისვენებენ. უწყების ინფორმაციით, ჩერნოვეცკის ფონდის მიერ დაფინანსებულ საზაფხულო პროექტში 30 დაღუპული პოლიციელის 42 შვილი მონაწილეობს. დაღუპული პოლიციელების ოჯახები საზაფხულო პროექტის ფარგლებში ზღვის სანაპირო ზოლზე განთავსებულ სასტუმროებში ისვენებენ, სადაც მათი კომფორტული დასვენებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. საკურორტო ზონაში დასვენების პერიოდში ბავშვებისთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, ბავშვებმა დაათვალიერეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გაისეირნეს კატარღით ზღვაში. ასევე პროექტის ორგანიზატორებმა მათ მოუწყვეს ექსკურსია ბათუმში, რომლის დროსაც ისინი ესტუმრნენ ბათუმის დელფინარიუმს. ამას გარდა პროექტში მონაწილე პატარებისთვის მოეწყო ანიმაციური გმირების შოუ და ანსამბლ „ქობულეთის“ კონცერტი. ჩერნოვეცკის ფონდის ორგანიზებით და შსს-ს მხარდაჭერით სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები ქობულეთში 31 ივლისამდე დაისვენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)