|
2020-02-05 18:36:02, 1262 ნახვა
კომენტარი
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი - ვხედავთ ენთუზიაზმსა და მზაობას, რომ საქართველომ ღონისძიება ღირსეულად ჩაატაროს
„სასიხარულო ის ფაქტი, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტი მზადაა ითანამშრომლოს შეჯიბრის საუკეთესოდ გამართვისთვის და იმუშაოს როგორც ერთიანმა გუნდმა ოლიმპიური კომიტეტის, სხვადასხვა უწყებებისა და სამინისტროების თანამშრომლობით. ჩვენ ვხედავთ ენთუზიაზმსა და მზაობას, რომ გაკეთდეს მაქსიმუმი, რათა საქართველომ, როგორც პატარა ქვეყანამ, ღირსეულად ჩაატაროს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ზამთრის სპორტული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ათლეტი მიიღებს“, - ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა პიტერ ბრულმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შეფასების კომისიის წევრებს დღეს მინისტრი ნათია თურნავა შეხვდა. „მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში 2025 წლის „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის" შეფასების კომისიის ფარგლებში, რომლის გამართვის სურვილი არსებობს ბორჯომსა და ბაკურიანში. ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილები ჩვენდამი გამოჩენილი სტუმართმოყვარეობის გამო, - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა პიეტრ ბრულმა. საქართველოს მთავრობამ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით გადაწყვიტა უმასპინძლოს „ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს" ზამთრის სპორტულ სახეობებში, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში იგეგმება. ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი გასულ წელს გაიგზავნა, შედეგად ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო დაარეგისტრირა როგორც კანდიდატი ქვეყანა.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)