14:23 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 16:50:25, 1134 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე: ჩვენი მიზანია, სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია კიდევ უფრო დავხვეწოთ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სოციალურად დაუცველ პირთა საკითხებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტრომ დაიწყო ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ინტენსიური გადამოწმება, რათა შემწეობა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება.

მინისტრმა განმარტა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების დღეს არსებული პროცედურა და ხაზი გაუსვა იმას, რომ აღნიშნულ პროცედურასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა. მისივე თქმით, ხელახალი გადამოწმების დროს ოჯახის შესწავლას საშუალოდ 20 დღე სჭირდება. შესწავლიდან ერთ თვეში ხდება სპეციალური მეთოდოლოგიით დადგენილი   ახალი სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლა. ხოლო ახალი ქულის მინიჭების შემდეგ საშუალოდ 20 დღეში ხორციელდება დახმარების განახლება. მნიშვნელოვანია, რომ გადამოწმების პერიოდში ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი უნარჩუნდება.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, ახალი ქულის მინიჭებამდე, საარსებო შემწეობის დარიცხვა უწყვეტად მოხდება.

„ჩვენი მთავარი მიზანია  ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია კიდევ უფრო დავხვეწოთ და მივაღწიოთ დახმარების განაწილების  მაქსიმალურად სამართლიან და მიზნობრივ პრინციპს.

ოჯახების შეფასების პროცესის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები აღიჭურვებიან სამხრე კამერებით და ციფრული მოწყობილობებით, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ვიზუალურად ასახული. ეს იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს როგორც აგენტის სუბიექტური შეფასება, ისე სისტემური შეცდომები", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics