21:46 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 11:01:45, 718 ნახვა

რეგიონი
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზუგდიდში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა  რეგიონის  თვითმმართველობის  წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე მსჯელობენ.

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მორიგი რეგიონული შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა  მოადგილემ დავით ფარცვანიამ  და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ მიმართეს. 

„სოფლის მეურნეობაში ჩართული პირების ინფორმირებულობისათვის  ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა მნიშვნელოვანია. სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგიც აგრარულ სექტორში გაზრდილია წარმოება და რეალიზაცია. სახელმწიფო პროექტებზე წვდომის გაზრდისთვის, მნიშვნელოვანია მეწარმეებისა და ფერმერების ინფორმირება“. - განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ. 

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების  წარმომადგენლებმა  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.   

გაიმართა დისკუსიაც, სადაც იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ რაც  რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში  ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს.  

შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics