|
2020-02-04 14:28:56, 1381 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე - ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაშია
„ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის. სოციალურ ქსელში დღეს დილიდან დაიწყო ამ ტრაგედიით მანიპულირება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დახმარება ეძლეოდა ოჯახს. „ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის. ცალკე აღებული როდესაც ტრაგედიით მიდის ხოლმე მანიპულირება, სოციალურ ქსელებში დღეს დილიდან დაიწყო ამ ტრაგედიით მანიპულირება. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია თამამად მივუთითოთ, რომ შესაბამისი სამსახურები ძალიან მალე, თუ უკვე გაკეთებული არ აქვთ, გააკეთებენ განცხადებას, რა დახმარებები გაეწეოდა ამ ოჯახს, რაში იყო საქმე, რამდენად იყო ხოლმე დამატებითი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, გუშინ ღამით ბაღდათის რაიონში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 სულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)