|
2015-07-29 18:30:50, 668 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში პირველი ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, ბათუმში ფეხბურთის მოყვარულ ახალგაზრდებს შორის ტურნირი დასრულდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს გუნდები - “დრაკულა“ და „მეოთხე უბანი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ძირითადი დრო ფრედ, 7:7 დასრულდა. პენალტების სერიაში კი „დრაკულამ“ იმარჯვა. შეჯიბრი აჭარის ა/რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდსა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ სამახსოვრო პრიზები გადასცა. „საუკეთესო ფეხბურთელი“ და „ტურნირის ბომბარდირი“ 17 გატანილი ბურთით გახდა გიორგი ქუთელია, „ახალგაზრდა პერსპექტიულ მოთამაშეებად“ დიმიტრი შანიძე და ალექსანდრე ცხადაია დასახელდნენ, „საუკეთესო მცველის“ ნომინაციაში დათო ჯინჭარაძემ იმარჯვა, ხოლო საუკეთესო მეკარე თორნიკე ხინკილაძე გახდა. „დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება. მსგავსი ტურნირები ტრადიციულად სხვა რეგიონებშიც ჩატარდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს“, - აცხადებენ დანაშაულის პრევენციის ცენტრში. ცნობისთვის, ბათუმში, 28-29 ივლისს ფეხბურთის მოყვარულთა შორის შეჯიბრში 60-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. მათი უმრავლესობა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების („ლიდერთა სახლი“, „მოხალისე“) აქტიური მონაწილეა. ტურნირში ბათუმის საჯარო სკოლების 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები ჩაერთვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)