|
2015-07-29 17:54:59, 548 ნახვა
საზოგადოება
ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველომ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა
რობინზონ ბეგლარიშვილი ახალგაზრდული ფესტივალის ჩემპიონია. ძიუდოში 60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა იტალიელი მანუელ ლომბარდო (manuel Lombardo) ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. „არ ველოდი გულშემატკივართა ასეთ ჩართულობას და დიდი მადლობა მათ. კარგია რომ პირველად ტარდება საქართველოში ასეთი მასშტაბის ღონისძიება. ძლიერი მეტოქე მყავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხე გამარჯვება“, - განაცხადა რობინზონ ბეგლარიშვილმა. ფინალურ შეხვედრამდე ორივე სპორტსმენმა 3-3 მეტოქე დაამარცხა. ჩემპიონმა სომეხ ტიგრან ბადალიანს (tigran badalyan) აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაჰიმოვს (ismayil ibrahimov) და ჰოლანდიელ ლარს კამპფუისს (lars kamphuis) მოუგო , ხოლო ვერცხლის პრიზიორმა ავსტრიელ მარკუს ჰიზბერგერს ( markus hirzberger) ფრანგ მენჟამენ გომესს (benjamin gomes) და ებრაელ ამიტ ბობოვიჩს (amit bobovich) სძლია. რობინზონ ბეგლარიშვილმა საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)