15:17 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 11:13:33, 1106 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე - პროტესტი გაგრძელდება, თუმცა მზად ვართ, ხელისუფლებასთან შეხვედრებში მონაწილეობა მივიღოთ

„ჩვენ მზად ვართ, რომ მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო სისტემაზე დიალოგის შემდეგ რაუნდში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, თუ ხელისუფლება არ შეცვლის წარმოდგენილ საარჩევნო სისტემას, ოპოზიციის მხრიდან არსებობს გეგმა „ბ“.

„ჩვენ მზად ვართ, რომ მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო სისტემაზე დიალოგის შემდეგ რანდში, ველოდებით, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მალე შემოგვთავაზებენ კონკრეტულ თარიღს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანაა ამ შეხვედრებზე ისეთ საარჩევნო სისტემებზე შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის პროპორციულ და სამართლიან წარმომადგენლობას პარლამენტში. შესაბამისად, ნებისმიერი წინადადება, რომელიც ამ მიზანს მოემსახურება, ჩვენთვის არის მისაღები. ჩვენ ორი კონკრეტული წინადადება უკვე გვქონდა, ერთი იყო მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები და მეორე – ცალკე აღებული გერმანული მოდელი. შესაბამისად, ასეთი ტიპის მოდელები შეიძლება, განვიხილოთ. თუ ხელისუფლება ამ დიალოგზე არ წამოვა და ამ საარჩევნო სისტემას არ შეცვლის. მინდა, პირდაპირ ვთქვა, რომ არსებობს ოპოზიციის მხრიდან გეგმა „ბ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ხვალ დაანონსებულ აქციას, მისი თქმით, ხვალ პარლამენტის წინ სირცხვილის კორიდორი მოეწყობა.

„ოპოზიცია აპირებს, რომ აქციები და პიკეტირება, მწვავე პროტესტი განაგრძოს. ეს არის ქვეყანაში არსებული განწყობის გამოვლენა და შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ, გავჩერდეთ. გაგრძელდება ასევე ამ ეტაპზე, პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ხელისუფლებასთან შეხვედრებში, რომ იქნებ, შევთანხმდეთ საარჩევნო სისტემაზე“, – განაცხადა დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics