|
2020-02-01 15:26:53, 4555 ნახვა
მსოფლიო
კორონავირუსის გამო „APPLE“ ჩინეთში ყველა მაღაზიას დახურავს
ამერიკული კომპანია „APPLE“-ის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, ჩინეთის ყველა ოფიციალური მაღაზია და კორპორაციის ოფისი 9 თებერვლამდე დაიხურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „APPLE“ -ის წარმომადგენელი „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების გამო, კომპანია მათი მომსახურე პერსონალისა და მომხმარებელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. „ჩინეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენი ომბუდსმენისა და ექსპერტების რჩევით დროებით ვხურავთ მაღაზიებს, კორპორატიულ ოფისებსა და საკონტაქტო ცენტრებს. თუმცა, შეგახსენებთ რომ ონლაინ მაღაზიები ჩვეულებრივ გააგრძლებენ მუშაობას. ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ დაკვირვებას არსებულ სიტუაციაზე და ვიმედოვნებთ, რომ მალე განვაახლებთ მუშაობას“, - ინფორმაციას ეფლის წარმომადგენელი ტვიტერზე ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ „APPLE” ძალზე დამოკიდებულია ჩინურ ბაზარსა და მუშახელზე, წარმოებასა და მიწოდების ქსელზე. Apple– ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა თქვა, რომ კომპანია შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმებს, რათა გაუმკლავდეს ვუჰანში შექმნილი ვითარების გამო მისი კომპანიისთვის მოსალოდნელი ზარალს, რომელიც მინიმუმამდე იქნება შემცირებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)